Thursday, December 19, 2013

მეოთხე კლას 2013–2014 სასწ. წელი

ექსკურსია სიღნაღში
    


2013 წლის 6 ოქტომბერს, მე-46 კლასი  კახეთში  გაემგზავრა ექსკურსიაზე. ამ ექსკურსიის მიზანი  უძველესი და ულამაზესი არქიტექტურული ძეგლის, ბოდბის წმინდა ნინო განსასვენებლის მონახულება.  აგრეთვე სიღნაღში, ხელოვნების მუზეუმში,  ნიკო ფიროსმანის ნახატების დათვალიერება.
მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა  ამას ჩვენთვის  ხელი არ შეუშლია კახეთის ულამაზესი ბუნებით დავმტკბარიყავით  და ალაზნის ველებიც გვეხილა.
სიღნაღის ხელოვნების მუზეუმში დავათვალიერეთ კახეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოძიებული ბრინჯაოს,  ვერცხლისა და კერამიკული ნაკეთობები. იმ დღეს მუზეუმში ლადო გუდიაშვილის სურათებითაც დავტკბით. მესამე დარბაზში კი ნიკო ფიროსმანის 14 სურათი ვნახეთ.   ექსკურსიამძღოლი ბევრ საინტერესო ფაქტებს მოგვიყვა, ბავშვებმაც შეძლეს თავისი ცოდნა გამოემჟღავნებინათ, რისთვისაც მუზეუმის თანამშრომლის შექებაც დაიმსახურეს. შემდეგ სიღნაღის ქუჩებშიც ვისეირნეთ და კახური ჩურჩხელებიც დავაგემოვნეთ.   


No comments:

Post a Comment